სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში” კინოჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით 18 ოქტომბერს, 19:30 საათზე, გიწვევთ ფილმის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში” (Welcome to Chechnya) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში.

დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/5fu86k39

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/37rmtee8

არაერთი ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩეჩნეთში” მოგვითხრობს აქტივისტთა ჯგუფის წევრებზე, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ LGBTQI+ ადამიანების გადასარჩენად. მათ ემუქრებიან, აპატიმრებენ, აწამებენ და სიკვდილით სჯიან. ჩეჩნეთში არ უნდა არსებობდეს არატრადიციული ორიენტაცია, რადგან ასე გადაწყვიტა დიქტატორულმა მმართველობამ რამზან კადიროვის მეთაურობით.

მომხსენებლებთან ერთად ვისაუბრებთ ფილმში წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებსა და რუსეთში LGBTQI+ თემის უფლებრივ მდგომარეობაზე. პროფესორ არიმონდთან ერთად მიმოვიხილავთ საერთაშორისო ორგანიზაცია Rainbow Railroad-ის საქმიანობას, რომელიც ეხმარება LGBTQI+ ადამიანებს გაექცნენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ძალადობას.

მომხსენებელები:

ბრიჯიტ არიმონდი, ჩიკაგოს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი
იური იურსკი, ადამიანის უფლებათა კოორდინატორი ECOM-ში – ევრაზიული კოალიცია ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერისა და სექსუალური მრავალფეროვნების საკითხებზე

მოდერატორი:

ანა აფციაური, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

2021 წელი

ბანერები