სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „გორაკებს მიღმა“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

8 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით დისტანციურ რეჟიმში, პლატფორმის Zoom მეშვეობით, გამართავს რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს კანის ფესტივალზე ნომინირებული ფილმის „გორაკებს მიღმა/Beyond the Hills“ ჩვენებას და დისკუსიას. 

„გორაკებს მიღმა“/Beyond the Hills რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს კანის ფესტივალზე ნომინირებული ფილმი, გვიყვება ახალგაზრდა მონაზვნის, ვოიჩიტასა და მისი მეგობრის, ალინას ამბავს. იგი პირქუშ რუმინულ მონასტერში მონაზვნად აღკვეცილი მეგობრის გერმანიაში დაბრუნებას ცდილობს. 

ამ ფილმს არ ჰყავს ბოროტი და კეთილი პერსონაჟები, რეჟისორი არ ეძებს მარტივ პასუხებს, თუმც, ფილმის მსვლელობისას კარგად წარმოაჩენს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის გაჩენილ ბზარს.

მომხსენებელი: თამთა მიქელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი 

მოდერატორი: თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

დრო: 8 აპრილი, 19:00-20:30 საათი

* ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.

* ღონისძიებებზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://tinyurl.com/uw2z8s8 

დისკუსია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, დისტანციური დისკუსიების სერიის „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“ ფარგლებში. 

ბანერები