სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „განსაწმენდელი“ ჩვენება და დისკუსია

დისკუსიები

26 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ ფილმის „განსაწმენდელი“ (Purgatory) ჩვენებასა და დისკუსიაზე.

2021 წელს შექმნილი არაერთი ჯილდოს მფლობელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „განსაწმენდელი“ აბსოლუტური სიზუსტით აანალიზებს ოჯახში ძალადობას. Რეჟისორი ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანზე ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ხშირად ყველაზე უარესი მაშინ ხდება, როდესაც მსხვერპლი მოძალადისგან წასვლას გადაწყვეტს.

დისკუსიაზე მომხსენებელთან ერთად ვისაუბრებთ თემის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

მომხსენებელი

  • სალომე ცოფურაშვილი, ასისტენტ-პროფესორი, გენდერისა და კინოს მიმართულება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოდერატორი

  • მარიამ გვასალია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, 25 ნოემბრამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/mry64e9p

სამუშაო ენები: ინგლისური/ქართული

დრო: 26 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N3)

2022 წელი

ბანერები