სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „დღე, როდესაც გავხდი ქალი” კინოჩვენება და დისკუსია

დისკუსიები

19 ოქტომბერს 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გიწვევთ ფილმის ჩვენებასა და დისკუსიაზე „დღე, როდესაც გავხდი ქალი“ (The Day I Became Woman).

2000-იანი წლების მარზიე მეშქინი-მახმალბაფის ფილმი, სახელწოდებით „დღე, როდესაც გავხდი ქალი”, აღწერს, რას ნიშნავს, დაიბადო ქალად ირანში. ფილმი გვიყვება სამ ამბავს და ასახავს ქალის ცხოვრების სამ ეტაპს – ბავშვობას, ზრდასრულობას და მოხუცებულობას.

ირანში დღეს მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა, გაიშალა ირანის გარშემო მრავალ ქალაქსა და დასახლებაში. დისკუსიაზე მომხსენებელთან ერთად ვისაუბრებთ ირანში არსებულ რეალობასა და ისტორიულ კონტექსტზე, ქალთა უფლებებსა და მიმდინარე პროტესტზე.

სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელსაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2p89tx26

მომხსენებელი:

ნიკო ქელბაქიანი, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი.

მოდერატორი:

ანა ჩიქოვანი, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური

დრო:19 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32)

2022 წელი

 

ბანერები