სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ფარგლები პანდემიის დროს

ღონისძიებები

11 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით დისტანციურ რეჟიმში, პლატფორმის Zoom მეშვეობით, გამართავს დისკუსიას თემაზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და ადამიანის უფლებათა შეზღუდვისფარგლები პანდემიის დროს.

ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთ ექსტრაორდინალურ სიტუაციაში, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა თუ ევროპული კონვენციიდან გადახვევის პირობებში, სახელმწიფოებს აქვთ დიდი გამოწვევა, ადამიანის უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობის ტესტის  დაცვასთან მიმართებით.

ევროპული კონცენციის რამდენიმე ხელმშემკვრელმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, უკვე მიმართა ევროპული კონცენციის მე-15 მუხლით ნებადართულ ზომას და გადაუხვია კონვენციიდან საგანგებო მდგომარეობის დროს.

კონვენციიდან გადახვევა გულისხმობს იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, სახელმწიფოს შეუძლია გაატაროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან განსხვავებული ღონისძიებები. 

ფორმალური წინაპირობები უნდა არსებობდეს კონვენციიდან გადასახვევად, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს თან გადახვევას, როგორი უნდა იყოს უფლებების შეზღუდვის კანონიერი სტანდარტი და როგორია ამ მხრივ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

მომხსენებელი: სოფო ჯაფარიძე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი 


დრო: 11 აპრილი, 17:00-18:30 საათი 

* ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.

* ღონისძიებებზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://tinyurl.com/uw2z8s8 

დისკუსია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, დისტანციური დისკუსიების სერიის „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“ ფარგლებში. 

ბანერები