სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ესეებისა და აკადემიური პოსტერების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება

კონკურსები

2023 წლის 22 დეკემბერს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარება მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარების ზრდის მეშვეობით“ ფარგლებში გაიმართა ესეებისა და აკადემიური პოსტერების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია.

ამ პროექტის ფარგლებში უკვე მეორედ გამოცხადდა ესეებისა და აკადემიური პოსტერების კონკურსი. მეორე კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 15-მდე სტუდენტმა. საბოლოოდ კონკურსების მონაწილეებმა გამოგზავნეს ოთხი ესეი და ორი აკადემიური პოსტერი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის მონაწილეებმა გაიარეს ორი ტრენინგი აკადემიურ წერასა და აკადემიური პოსტერების შექმნაში.

ესეების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ნანა გლუნჩაძის და მერი გიუნაშვილის გუნდმა. მათ მიერ წარმოდგენილი ესეის სახელწოდება იყო ,,კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში“. მეორე ადგილზე გავიდა ნუცა ბერაიას, მარიამ ბჟალავასა და ბექა ბოლქავაძის გუნდი, რომელთაც წარმოადგინეს ესეი სახელწოდებით ,,შრომის, მომსახურებისა და ნარდობის ხელშეკრულების გამიჯვნა“. მესამე ადგილი გაინაწილეს ანა ინაურისა და ანანო მამაგულაშვილის ესეებმა. ანა ინაურმა წარმოადგინა ესეი ,,სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი საქართველოსა და ევროპაში“, ხოლო ანანო მამაგულაშვილმა - ,,მევახშეობის რეგულირება სახელშეკრულებო სამართალში“.

აკადემიური პოსტერების კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა ნუცა ბერაიას, მარიამ ბჟალავას და ბექა ბოლქვაძის გუნდი, რომელთაც წარმოდგენილი ესეის მიხედვით გააკეთეს აკადემიური პოსტერი. მეორე ადგილი კი დაიკავა ანანო მამაგულაშვილის აკადემიურმა პოსტერმა სახელშეკრულებო სამართალში მევახშეობის რეგულირებასთან დაკავშირებით.

2023

ბანერები