სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასრულდა პროექტ MEDIATS-ით დაგეგმილი ორკვირიანი სტაჟირება ნიდერლანდების სამეფოში

ახალი ამბები

ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში ნიდერლანდებში, ქალაქ დორდრეხტში, დასრულდა ორკვირიანი სტაჟირების კურსი კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო საფეხურის (მედიაციის მოდულის) სტუდენტებისთვის.

პროგრამის მონაწილეებისთვის ზოგადად მიმოიხილეს მედიაციის პირამიდის თითოეული საფეხური, შემდგომ მათ დეტალურად გააცნეს მედიაციის თითოეული საფეხური. ასევე ჩაუტარეს ლექციები მედიაციის პრინციპებზე, სამედიაციო ხელშეკრულების მხარეებისთვის გაცნობასა და მედიატორის ძირითად თვისებებზე\დამოკიდებულებებზე მედიაციის პროცესში.

ყოველდღიურად სტუდენტებს ლექციებს უტარებდნენ მოქმედი მედიატორები: Jan van Zwieten, Gea van Klompenburg და Marjon Kuipers, ამასთან ლატვიელმა და ჰოლანდიელმა მოწვეულმა ლექტორებმა მასთვის გამართეს ტრენინგები. ლექციები შეეხებოდა იურისტებსა და მედიატორებს შორის კოოპერაციასა და კონფიდენციალურობის პრინციპს (მომხსენებელი Dana Rone) და Unravelling Dynamics in Mediation-ს (მომხსენებელი Mayke Smit).

სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმეებზე მედიაციის პროცესის წარმართვის/მიმდინარეობის წესებსა და პროცესებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაატარეს Marlene Panis და Sandra Willems-Ruesink RIO.

სტაჟირების განმავლობაში სტუდენტებს ყოველდღიურად ჰქონდათ ინტენსიური როლური თამაშები გავლილი თეორიული მასალიდან გამომდინარე და იღებდნენ უკუკავშირს გამოცდილი მედიატორებისგან.
პროგრამის ბოლო დღე დაეთმო თამაშს Your True Talent, რომლის მონაწილეებმა დაინახეს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნებოდათ მათ, როგორც მედიატორებს, მხარეებთან ურთიერთობისას მედიაციის პროცესში.

სტაჟირების დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოცდა/შეფასება, რომლის შედეგადაც ილიაუნის სამართლის სკოლის ოთხივე სტუდენტმა აიღო საერთაშორისო სერტიფიკატი.

2021

 

ბანერები