სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცხელი ხაზის ამოქმედება გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე

ღონისძიებები

პანელურ დისკუსიაზე ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა წარადგენს ახალ ცხელ ხაზს, რომელიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა კლინიკის მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობისა და იძულების მსხვერპლია. კლინიკის იურისტები სტუდენტებს გაუწევენ სამართლებრივ კონსულტაციას და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ მათ გადამისამართებას შესაბამის უწყებებთან.

დრო: 27 ნოემბერი, 18:00 საათი

ბანერები