სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პანელური დისკუსია „ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-ის კონტექსტში“

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გამართავს პანელურ დისკუსიას თემაზე: „ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა COVID- 19-ის კონტექსტში”

პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრებთ, გაიზარდა თუ არა საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის სტატისტიკა პანდემიის გავრცელების პერიოდში, როგორია სახელმწიფოს პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის მომატებულ რისკებზე. რა საფრთხის შემცველია ქალებისა და გოგოებისთვის დაწესებული შეზღუდვები, როგორ უნდა მოიქცნენ და ვის უნდა მიმართონ ძალადობის მსხვერპლმა ან ამ ფაქტის მოწმე მოქალაქეებმა.

დისკუსიაზე ასევე ვისაუბრებთ ქალთა მიმართ ძალადობისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დასაძლევად სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა კლინიკის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ.

პანელური დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:https://tinyurl.com/y5z3e3fu

დრო: 27 ნოემბერი, 18:00 საათი

მომხსენებლები: ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე; მაკა ფერაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

2020 წელი

ბანერები