სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებები ყალბი ახალი ამბების ეპოქაში

ღონისძიებები

5 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „ადამიანის უფლებები ყალბი ახალი ამბების ეპოქაში“.

თანამედროვე მსოფლიოში ყალბი ახალი ამბები დემოკრატიას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

„ადამიანის უფლებები ყალბი ახალი ამბების ეპოქაში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების, ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ''Truth Hounds''-ისა და პროგრამა Tbilisi Shelter City-ს თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიებაა.
პანელური დისკუსიისას მომხსენებლები ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლაში ადამიანის უფლებათა დამცველების ძირითად გამოწვევებზე ისაუბრებენ.
დისკუსია ქართულ-უკრაინულ-რუსულ-ჰოლანდიურ კონტექსტსა და იმ პრობლემებზეა ფოკუსირებული, რომლებთან გამკლავებაც ამ ქვეყნებში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველებს ყოველდღიურად უწევთ.


მომხსენებლები:

  • სვიტლანა ვალკო – აღმასრულებელი დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds (საქართველო/უკრაინა); 
  • სებასტიან ვან დერ ჟვანი – დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია Peace and Justice (ნიდერლანდები);
  • მარია კვიცინსკაია – ანალიტიკოსი, სოციალური ორგანიზაცია CrimeaSOS (უკრაინა);
  • სერგეი ფედულოვი – ჟურნალისტი, Human Rights House Voronezh (რუსეთი)’

მოდერატორი

  • თამარ კორძაია – მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

*სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.
 

სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური/რუსული (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი)

დრო: 5 თებერვალი, 17:00-19:00

ადგილმდებარეობა: წიგნის სახელი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები