


ადამიანის უფლებათა იურისტების ქსელის პრეზენტაცია
სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში", კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს ადამიანის უფლებათა იურისტების ქსელის პრეზენტაციას. ქსელის შექმნის იდეა ეკუთვნის საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელთა ორგანიზებითაც, 2007 წლიდან ტარდება სპეციალური სასწავლო კურსები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ორგანიზატორთა აზრით მნიშვნელოვანია საერთო ღირებულებების მქონე იურისტებმა შინარჩუნონ ერთმანეთტან პროფესიული კონტაქტები, რაშიც მათ დაეხმარება ახლადშექმნილი ქსელი. ქსელი იზრუნებს წევრების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზეც. ზემოაღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან: საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები, წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საკონსტიტუციო სასამართლოდან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
დასწრება თავისუფალია