სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა გაკვეთილი „ჩვენი უსაფრთხოება ინტერნეტსივრცეში”

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გიწვევთ ადამიანის უფლებათა გაკვეთილზე „ჩვენი უსაფრთხოება ინტერნეტ სივრცეში“.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/4xu4bdes

ადამიანის უფლებათა გაკვეთილი, რომელიც ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტარდება, მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ღონისძიებაა.

მომხსენებლები:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები:

  • ელენე დავითაშვილი
  • ელენე ჯანელიძე
  • ხატია ცეცხლაძე
  • ვიკა დარსალია
  • მანუჩარ ცეცხლაძე
  • მარიამ გვასალია

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი, სტუდენტი მარიამ დევიძე.

გაკვეთილის შესახებ

გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრონ ინტერნეტსივრცეში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, მათი დაცვის მნიშვნელობაზე, აუცილებლობასა და მექანიზმებზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.

ინტერნეტში მოზარდები მუდმივად აწყდებიან ისეთ ფარულ საფრთხეებს, რომელთა წინაშე ისინი განსაკუთრებულად დაუცველები არიან. ციფრული ქსელების მოხმარება ზრდის ისეთი დანაშაულების რიცხვს, როგორებიცაა: საზიანო საიტები, სახიფათო ურთიერთობები, კომპიუტერული ვირუსები, კიბერბულინგი, ძალადობა, შანტაჟი, ტრეფიკინგი, ინტერნეტ-თამაშებით თვითმკვლელობის წახალისება, მოზარდებისთვის შეუფერებელ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა, პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენება და ა.შ. ადამიანის უფლებათა გაკვეთილზე განხილული იქნება, რა გავლენას ახდენს ინტერნეტსივრცე ბავშვთა უფლებებზე, რომელი უფლებები შეიძლება დაირღვეს ყველაზე ხშირად და როგორ შეუძლიათ მოზარდებს დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება.

დრო: 10 დეკემბერი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის მეშვეობით

დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციით

სწრაფი ბმულები:

2021 წელი

ბანერები