საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ტრანსნაციონალური მემკვიდრეობის სამუშაო შეხვედრა: რეგიონული თანამშრომლობა კულტურათა დაახლოებისთვის“

ღონისძიებები

 ლევინსკი-უინგეიტის აკადემიური კოლეჯი 2025 წლის 26-29 მაისს თელ-ავივში უმასპინძლებს მემკვიდრეობის საკითხების შესახებ სამუშაო შეხვედრას, რომელიც განიხილავს საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და სოციალურ ინკლუზიურობას. შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

სამუშაო შეხვედრის მიზნები:

  • ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას მემკვიდრეობის დაცვის საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომების შესახებ საქართველოს, ბულგარეთის, ისრაელისა და სხვა რეგიონული ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.
  • გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განვითარებით არქეოლოგიური და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
  • შეიმუშაოს სტრატეგიული ჩარჩოები და რეკომენდაციები მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრაციისთვის რეგიონული მემკვიდრეობის კონსერვაციასა და არქეოლოგიურ კვლევებში.
  • გაამახვილოს ყურადღება თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე კულტურული და რელიგიური ძეგლების მართვაში.
  • მოამზადოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებთათვის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვაში ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებზე.
  • ტექნოლოგიური გამოცდილებისა და ერთობლივი პროექტების გაზიარებით ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთგაგებას და პატივისცემას რეგიონში.
  • წარმოაჩინოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებული მაგალითები და საუკეთესო პრაქტიკები  არქეოლოგიური და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვაში.

ზემოთ მითითებული თემებით დაინტერესებულმა მომხსენებლებმა გამოგზავნეთ აბსტრაქტები (400-600 სიტყვა) 2025 წლის 25 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე: omri.paz@l-w.ac.il. შეფასების შედეგები გეცნობებათ 2025 წლის 10 აპრილისთვის. პრეზენტაციების ჩვენება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად.

საორგანიზაციო კომიტეტი:

  • პროფ. მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • პროფ. ევგენია კოვაჩევა, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
  • დოქტ. ომრი პაზი, ლევინსკი-უინგეიტის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი)

სამუშაო შეხვედრას აფინანსებს ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის სამინისტრო.

2025

ბანერები