საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური კონკურსი „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“

კონკურსები

27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  გაიმართება მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართება სტუდენტური კონკურსის „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“ გამარჯვებულების პრეზენტაციები და დაჯილდოება.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ძილისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტთა მეცნიერული მუშაობის წახალისება.  

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით ძილისა და ჯანმრთელობის შესახებ უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესეი (2-4 გვერდი) ქართულ ენაზე.

შესაძლო თემების ჩამონათვალი:

  • ძილის ჯანმრთელობა – მსოფლიოში არსებული გამოწვევები
  • ძილი და იმუნიტეტი
  • ძილი და პანდემია
  • ძილის დარღვევების (ინსომნია, ძილის აპნოე, ცირკადული რითმის დარღვევები, პარასომნიები და ა.შ.) პრევალენტობა და გავლენა ჯანმრთელობაზე
  • ძილი და მეხსიერება
  • ძილი და უსაფრთხოება
  • ძილის პრობლემები მოზარდებში
  • TV / კომპიუტერის / სმარტფონების მავნე ზეგავლენა ძილზე
  • ძილი და დემენცია
  • ძილის ჰიგიენა 

კონკურსის ეტაპები

კონკურსი ორეტაპიანი. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი ნაშრომებიდან საორგანიზაციო ჯგუფი შეარჩევს  დაახლოებით 10-20 ესეის (რაოდენობა დამოკიდებულია მონაწილეთა სიმრავლეზე). ყველა ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი და წამახალისებელი სამახსოვრო საჩუქარი.

მეორე ეტაპზე შერჩეული ავტორები 27 მარტს ძილის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  წარადგენენ ესეებს. საორგანიზაციო ჯგუფი მათგან შეარჩევს სამ საუკეთესო ავტორს და დააჯილდოებს (გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესეები უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 20 მარტისა ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge

2025

ბანერები