


სტუდენტური კონკურსი „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“
ღონისძიებები
27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტუდენტურ მოხსენებათა ციკლი და საქართველოს ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საზოგადოების ყრილობა.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართება სტუდენტური კონკურსის „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“ გამარჯვებულების პრეზენტაციები და დაჯილდოება.
დრო: 27 მარტი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025