საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხების შესახებ
ახალი ამბები
18-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ (GIZ გრანტი - N-2836) ფარგლებში გაიმართება საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხების შესახებ, რომელსაც გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები.
სკოლის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოებისათვის მოეწყობა 3-დღიანი საველე გასვლა თიანეთის მუნიციპალიტეტში, საბადურის ტყეში ღამისთევით.
სკოლა შეეხება შემდეგ საკითხებს: ტყის მართვა, ოპერაციები და ბიომრავალფეროვნება.
სრული განრიგი იხილეთ აქ
სკოლაში მიიღებიან სატყეო საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პროფესიის სტუდენტები.
დაინტერესებულმა პირებმა 20 ივლისის ჩათვლით მოგვწერონ მისამართზე: vasil.metreveli.1@iliauni.edu.ge
სტუდენტებთან გასაუბრება გაიმართება 22 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1)
სამუშაო ენა: ინგლისური
2024