საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„საქართველოს დაცული ტერიტორიები" - ბიოლოგ ნატო სულთანიშვილის ლექცია

ღონისძიებები

22 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატო სულთანიშვილი წაიკითხავს ლექციას „საქართველოს დაცული ტერიტორიები“.

ნატო სულთანიშვილი ბიოლოგია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. აქვს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება როგორც სამეცნიერო, ასევე სამინისტროს სტრუქტურაში.

2008 წლიდან მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

ნატო სულთანიშვილი 2017 წლიდან დღემდე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსია.

2013-2017 წლებში იყო გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, 2008-2013 წლებში – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოგანათლებისა და ინტერპრეტაციის მთავარი სპეციალისტი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები