საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საგაზაფხულო სკოლის შესარჩევი კონკურსი

კონკურსები

9-დან 12 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფიზიკის, ეკოლოგიისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის გამართავს საგაზაფხულო სკოლას ადამიანი და მისი გარემო - დედამიწიდან ვარსკვლავებამდე“.

სკოლის მიზანი

სკოლის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას გარემოს ფორმირებისა და ცვლილების ინტერდისციპლინური ხედვა, აჩვენოს კავშირი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა დარგს შორის. სკოლა შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ გარემოს მულტიდისციპლინური შესწავლისთვის საჭირო პრაქტიკული უნარი.

სკოლის მონაწილეებისთვის 4 დღის განმავლობაში გაიმართება ლექცია-სემინარები, ვორკშოპები, საველე და პრაქტიკული სამუშაოები შესაბამისი აპარატურის (ტელესკოპი, მიკროსკოპი, დრონები) გამოყენებით. სკოლა მათ საშუალებას მისცემს, გაეცნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტუალურ პრობლემებსა და გლობალურ ტენდენციებს.

ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები და მკვლევრები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფიზიკის, ეკოლოგიისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სკოლაში მონაწილეობის სურვილს დაადასტურებენ მოკლე სამოტივაციო ესეის გამოგზავნით. მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე, რომელზეც ტექნიკური/საკონტაქტო ინფორმაციის გარდა დაწერენ 300-სიტყვიან ესეის „რა გავლენას ახდენს გარემო ჩვენზე და რა გავლენას ვახდენთ ჩვენ გარემოზე“.

მონაწილეები შეირჩევიან აკადემიური მოსწრებისა და ესეის შეფასების მიხედვით.

საგაზაფხულო სკოლისთვის სტუდენტთა შესარჩევ კონკურსში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ  ბმულს: https://shorturl.at/uzU56

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 28 აპრილი

საგაზაფხულო სკოლის თარიღები: 9–12 მაისი

მდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის კვლევითი ბაზა

2024

 

ბანერები