საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია
ღონისძიებები
6 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია.
კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია.
საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის (AGB) მიზანია საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით კვლევების განვითარება. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიზნით.
საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია დაარსდა 2002 წელს. 2003 წელს გახდა FEBS-ის ასოცირებული წევრი, ხოლო 2015 წელს – FEBS-ის საზოგადოების სრული წევრი (agb.org.ge).
პროგრამა იხილეთ ბმულზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 6 დეკემბერი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025