შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გამოცხადდა შიდა მობილობა სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვროს 2026 წლის 13 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით;
სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით.
შიდა მობილობის შესახებ აპლიკანტების განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერა - 2026 წლის 26 თებერვალი;
საბაკალავრო საფეხურზე შიდა მობილობის მსურველებს მოეთხოვებათ შემდეგი წინაპირობა:
ა) 2020-2021 სასწავლო წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი:
ა) მათემატიკა;
ბ) გეოგრაფია;
გ) ფიზიკა;
დ) ქიმია;
ე) ბიოლოგია.
ამ პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
დაშვებულია გამონაკლისი იმ სტუდენტთათვის, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ ჩაბარებული შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან;
ბ) 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები.
სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობის მსურველებს, სამაგისტრო პროგრამების მიხედვით, მოეთხოვებათ შემდეგი წინაპირობა:
სამაგისტრო პროგრამა „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები“:
მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში ასევე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და წარმატებით უნდა ჩააბაროს პროგრამის შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.
სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია “ :
მობილობის მსურველს სასურველია ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია, სასურველია ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების, ქიმიური მეცნიერებების ან ჯანდაცვის სფეროებში, და წარმატებით უნდა ჩააბაროს პროგრამის შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.
სამაგისტრო პროგრამაზე „ფიზიკა და ასტრონიმია“ :
მობილობის მსურველს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკაში, მათემატიკაში, ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში, ინჟინერიის და საინჟინრო საქმის სფეროში და წარმატებით უნდა ჩააბაროს პროგრამის შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.
სამაგისტრო პროგრამაზე „ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი) :
მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკის, ასტრონომიის, მათემატიკის, დედამიწის შემსწავლელი მეცნირებების ან კომპიუტერული მეცნიერებების დარგში და წარმატებით უნდა ჩააბაროს პროგრამის შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.
დამატებითად, მობილობის მსურველმა ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად:
უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კვალიფიკაციის დასადასტურებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო ენის სერტიფიკატი (სერტიფიკატებისა და მინიმალური ქულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ). ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის ან კოლეჯის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ წინა საფეხურზე სწავლების ენა იყო ინგლისური. გ) ინგლისური ენის შემსწავლელი ადგილობრივი ან საერთაშორისო ცენტრის (მაგ. ენების სკოლა) მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის მინიმუმ B2 დონის შესაბამის ენობრივ კომპეტენციას ენის კურსის დასრულების შემდეგ.
ან ჩააბაროს ინგლისური ენის საუნივერსიტეტო ინსტიტუციური გამოცდა, რომელიც შეესაბამება CEFR-ის B2 დონეს
- ყველა აპლიკანტი შემდეგ ფასდება ზეპირი გამოცდით