საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის V კონფერენცია

ღონისძიებები

25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის V კონფერენცია.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია (agb.org.ge) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოხსენებებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები.

ასევე გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით.

პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/knzKU

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 25 ნოემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1

დასწრება თავისუფალია.

2023

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები