საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სამეცნიერო ბლიცი“ – საგანმანათლებლო ფესტივალი თბილისის ბოტანიკურ ბაღში

ღონისძიებები

23 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტური კლუბი, ეკოლოგიის ალუმნი ქსელი და საზოგადოება „ნარი“ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართავენ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას, „სამეცნიერო ბლიცს“.

პროექტის მთავარი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და სტუდენტებისა თუ აბიტურიენტების სამეცნიერო კვლევებში აქტიურად ჩართვა. ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა სხვადასხვა თემატური კარავი, სადაც უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები დამსწრე საზოგადოებას საინტერესო აღმოჩენებსა და კვლევებს გააცნობენ:

  • ასტრონომია და ატმოსფეროს ფიზიკა: დააკვირდით სამყაროს ტელესკოპით;
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები: გაეცანით ჩვენი პლანეტის აგებულებას;
  • ჰიდრობიოლოგია, ბოტანიკა და ზოოლოგია: აღმოაჩინეთ ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება;
  • გამოყენებითი გენეტიკა: გაიგეთ მეტი თანამედროვე გენეტიკური კვლევების შესახებ;
  • სამოქალაქო მეცნიერება: ისწავლეთ ბუნებაზე დაკვირვების მეთოდები;
  • ქვიზ-კარავი: უპასუხეთ კითხვებს და მიიღეთ სიმბოლური საჩუქრები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორებს:

ქეთევან წიკლაური, ketevan.tsiklauri.4@iliauni.edu.ge

თინათინ ჩხარტიშვილი, tinatin.chkhartishvili.1@iliauni.edu.ge

გიორგი იანქოშვილი, giorgi.iankoshvili.1@iliauni.edu.ge

დრო: 23 მაისი, 12:00-16:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბოტანიკურის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ფასიანია, მაგრამ ილიაუნის ფესტივალზე დასასწრებად დამატებით ბილეთის საფასურის გადახდა არ არის საჭირო.

აუცილებელია თან იქონიოთ სტუდენტური ბილეთი ან სამგზავრო ბარათი.

2026

ბანერები