საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“

ღონისძიებები

20-21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაიმართება საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“.

დედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/), რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, ეძღვნება ცნობადობის ამაღლებას დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.

ფორუმზე საქართველოს წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებს, მათ გავლენას ადამიანსა და გარემოზე, იმსჯელებენ ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებზე.

ფორუმზე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს შორის, რომელთაც  კონკურსისთვის მოამზადეს პრეზენტაციები კლიმატის ცვლილების შესახებ, გამოვლინდებიან გამარჯვებულები.  

ფორუმის განრიგი იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/czS08

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დრო: 20-21 აპრილი, 10:00 - 18:00

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები