საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„რუმინული გამოცდილება ატმოსფერული და ჰიდროლოგიური საკითხების კვლევაში“ — საჯარო ლექციები

ღონისძიებები

27 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერასმუსის სწავლების მობილობის პროგრამის ფარგლებში გაიმართება დოქტორ ჰორატიუ სტეფანისა და დოქტორ ვიორელ არგიუსის საჯარო ლექციები.

27 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორიაში გაიმართება დოქტორ ჰორატიუ სტეფანის საჯარო ლექცია „ატმოსფერული აეროზოლების კვლევები სახმელეთო დისტანციური ზონდირების საშუალებით“.

ლექციის შესახებ

ლექცია შეეხება ACTRIS-ის (აეროზოლი, ღრუბლები და სანიშნულე აირები - https://actris-ubb.ro/en) ინფრასტრუქტურას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში.

საუბარი იქნება ატმოსფერული აეროზოლების მონიტორინგზე სახმელეთო დისტანციური ზონდირების საშუალებით.

ასევე წარმოდგენილი იქნება აქტიური (Lidar) და პასიური (მზე-ფოტომეტრი) სახმელეთო დისტანციური ზონდირების ინსტრუმენტებით აეროზოლების გაზომვის მეთოდები. საუბარი შეეხება ატმოსფერული აეროზოლების ძირითად კლასებს წყაროებისა და ზემოქმედების გათვალისწინებით.

მომხსენებლის შესახებ

ჰორატიუ სტეფანიმ დოქტორის ხარისხი მოიპოვა გარემოსდაცვით მეცნიერებაში ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში (BBU) (რუმინეთი) დისერტაციით: „ატმოსფერული საშიში ნაწილაკების შესწავლის საკითხები. რისკის ანალიზი“.

ის არის გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დისტანციური ზონდირების ლაბორატორიის ძირითადი პერსონალი და EARLINET-ის (ევროპული Lidar ქსელი - https://www.earlinet.org) და NASA-AERONET-ის (აეროზოლური რობოტული ქსელი) მენეჯერი კლუჟ-ნაპოკაში.

  • 12:30 საათზე დოქტორი ვიორელ არგიუსი ჩაატარებს ლექციას „მდინარის წყალდიდობის რისკის მართვა ახალი გლობალური და რეგიონული გამოწვევების კონტექსტში“.

ლექციის შესახებ

ლექციის პირველი ნაწილი დაეთმობა ზოგად კონტექსტს, რასაც მოჰყვება რამდენიმე საკითხი მდინარის წყალდიდობის ძირითადი ტიპებისა და მათ გენეზში ჩართული გამომწვევი ფაქტორების შესახებ, მეორე ნაწილი – წყალდიდობის რისკის მართვის კლასიკურ მიდგომებსა და შემარბილებელ ღონისძიებებს.
ასევე საუბარი იქნება კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციასა და მდგრად განვითარებაზე.

მომხსენებლის შესახებ

ვიორელ არგიუსმა 2001 წელს დაამთავრა გეოგრაფიის ფაკულტეტი ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში (კლუჯ-ნაპოკა, რუმინეთი) გეოგრაფიის მიმართულებით. წყალდიდობის რისკის მართვის თემაზე 2007 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში. ამჟამად არის ლექტორი გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე.

კვლევის ძირითად ინტერესს წარმოადგენს ატმოსფერული და ჰიდროლოგიური საფრთხეები, განსაკუთრებით წყალდიდობის რისკის მართვა.

  • 13:00 საათზე კი გაიმართება დისკუსია.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E315 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები