საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რეალური დროის პროგრამული უზრუნველყოფა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში

ღონისძიებები

14 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ბიოინფორმატიკის კომპანიასთან Quantori თანამშრომლობით გამართავს ვებინარს თემაზე: რეალური დროის პროგრამული უზრუნველყოფა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში.

ვებინარის შესახებ:

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების გამოყენებითი დარგები, კერძოდ სამკურნალო პრეპარატების დამუშავება, გენომების სეკვენირება და ევოლუციური ბიოლოგიის მიმართულებები, სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას საჭიროებს.

ვებინარზე შეხვდებით ბიოინფორმატიკის კომპანიის Quantori თანამშრომლებს და გაეცნობით რამდენიმე პროექტს, რომლებსაც მაღალტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები ახორციელებენ ამ სფეროში.

მომხსენებლები:

  • ვინჩენცო ლაგანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოინფორმატიკის მიმართულებით;
  • სანდრო სონღულაშვილი, Quantori Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
  • ზაალ ბერიაშვილი, Quantori Georgia-ს ტექნიკური დირექტორი;
  • ნიკოლოზ საკანდელიძე, პროგრამების ინჟინერი;
  • გიორგი გელაშვილი, პროგრამების ინჟინერი;
  • დავით ხარჩილავა, სამეცნიერო ინჟინერი;
  • ნიკა ცუცქირიძე, სამეცნიერო ინჟინერი;
  • თორნიკე გოგბერაშვილი, პროგრამების ინჟინერი;
  • ალექსანდრე კიკალია, პროგრამების უმცროსი ინჟინერი.

ვებინარზე დასწრება შეუძლიათ კომპიუტერული ინჟინერიითა და ბიოლოგიით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს.

ენა: ინგლისური

დრო: 14 ივლისი, 2021, 12:00-13:00

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფეისბუქის გვერდი/ან ზუმი

შეხვედრის ბმული:  https://bit.ly/3jJlrWD

 

2021 წელი

ბანერები