საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ბარატ რატრას საჯარო ლექცია „სამყაროს აჩქარებული გაფართოება: ბნელი მატერია, ბნელი ენერგია და აინშტაინის კოსმოლოგიური მუდმივა“

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ბარატ რატრას საჯარო ლექცია თემაზე: „სამყაროს აჩქარებული გაფართოება: ბნელი მატერია, ბნელი ენერგია და აინშტაინის კოსმოლოგიური მუდმივა“.

თემის მოკლე მიმოხილვა

ბნელი ენერგია ძირითადი მიზეზია იმისა, რაც სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას იწვევს. ბარატ რატრა მიმოიხილავს ასტრონომიულ მონაცემებს, რომლებიც გვარწმუნებს, რომ დღევანდელ სამყაროში ბნელი ენერგია და ბნელი მატერია სამყაროს ენერგეტიკული ბიუჯეტის ძირითადი კომპონენტებია. შემდეგ ამ მონაცემებზე დაყრდნობით განიხილავს კოსმოლოგიის „სტანდარტულ" მოდელს, რომელიც გვიხსნის სამყაროს ევოლუციას კოსმოლოგიური ინფლაციის ადრეული ეტაპიდან სტრუქტურის კომპლექსური იერარქიის შემცველ დღევანდელ ეპოქამდე. ასევე ისაუბრებს ფიზიკის საბაზისო პრინციპებსა და იდეებზე, რომლებსაც ეს მოდელი ეფუძნება.

მომხსენებლის შესახებ

ბარატ რატრა, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მუშაობს კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ფიზიკის სფეროებში. იკვლევს სამყაროს სტრუქტურას და ევოლუციას. მისი ამჟამინდელი ძირითადი ინტერესებია მოდელების შემუშავება სამყაროში ფართომასშტაბიანი მატერიისა და რადიაციის გასანაწილებლად და მათი ტესტირება პროგნოზების დაკვირვების მონაცემებთან შედარებით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები