საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტი EfxINNOs და ევროპის საზღვაო კვლევის დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

30 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის საზღვაო კვლევის დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ღონისძიება ჩატარდა პროგრამა Interreg NEXT Black Sea Basin-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “Establishing and Operating an Innovative Marine Technology Transfer Network for Enhancing the Transition to a Sustainable Blue Economy in the Black Sea Basin” (EfxINNOs) ფარგლებში.

მომხსენებლები

  • ქეთევან კუპატაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, EfxINNOs პროექტის სამეცნიერო კოორდინატორი;
  • ნუცა მეღვინეთუხუცესი – პროექტის EfxINNOs სენიორ-მეცნიერი;
  • დოქტორი აიშე გაზიჰანი (ონლაინჩართვა) – სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის EfxINNOs სენიორ-მეცნიერი.

შეხვედრაზე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის გამართულ პრეზენტაციებზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • დისტანციური ზონდირებით ალფა ქლოროფილის გამოთვლის მეთოდიკა;
  • ზღვის წყლის ადგილზე კვლევის სხვადასხვა ქიმიური პარამეტრის განსაზღვრის მეთოდიკა და უწყვეტი მონიტორინგის მნიშვნელობა (პროექტის EfxINNOs მიღწევები);
  • თურქეთში, სტამბოლის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის EfxINNOs მიღწევები და მეთოდოლოგია.

პროექტის EfxINNOs მიზანია შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმების ქსელის ჩამოყალიბება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის პარტნიორი ორგანიზაციები. თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებასა და საზღვაო ინოვაციების დანერგვას.

პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებითა და Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, მისი საერთო ბიუჯეტი 1 643 648.40 ევროს შეადგენს.

EfxINNOs მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის, რადგან ის აერთიანებს მეცნიერულ პროგრესს, საგანმანათლებლო პროცესსა და გარემოსდაცვით მიდგომებს ერთიან სტრატეგიაში, რომელიც ლურჯი ეკონომიკის მდგრად განვითარებას ემსახურება.

2026

ბანერები