საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ასოცირებული პროფესორის, ეკა პაატაშვილის ინტერაქტიული საჯარო ლექცია „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში“

ღონისძიებები

15 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა პაატაშვილი წაიკითხავს ინტერაქტიულ საჯარო ლექციას „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში“.

გამოცდები სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია. აკადემიური მოთხოვნების ზრდასთან ერთად სტუდენტები ხშირად  ემოციურად იღლებიან, უჭირთ  კონცენტრაცია, უწევთ მუდმივ თვითკრიტიკასა და ძლიერ სტრესთან გამკლავება, რის გამოც წარმატების მისაღწევად მხოლოდ აკადემიური ცოდნა საკმარისი აღარ არის.

საჯარო ლექციის მიზანია სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გააცნოს ემოციური ინტელექტის, თვითრეგულაციის უნარებისა და შინაგანი მოტივაციის ამაღლების პრაქტიკული მეთოდები სწავლისა და გამოცდების პერიოდში ემოციური წონასწორობის, კონცენტრაციის უნარის გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოოდ უფრო სტაბილური და შედეგიანი აკადემიური პროცესის წინაპირობაა.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/qpzXBzavZook6SJ17

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 15 ივნისი, 19:00 საათი (ხანგრძლივობა: 1.5 – 2 საათი)

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები