საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პანელური დისკუსია „გლობალური ბიომრავალფეროვნება საფრთხის წინაშე – სამოქმედო გეგმა კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილისთვის“

ღონისძიებები

13 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს (BMBF) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი – პანელური დისკუსია თემაზე: „გლობალური ბიომრავალფეროვნება საფრთხის წინაშე – სამოქმედო გეგმა კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილისთვის“.

დისკუსიაში ქართველ და გერმანელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დოქტორი იენს ბრანდენბურგი, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და დოქტორი ჰაიდე აჰრენი, გერმანიის სამეცნიერო ფონდის გენერალური მდივანი. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მეცნიერები და სახელმწიფო ბიომრავალფეროვნების შემცირებას, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა ამ საკითხში, ასევე საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე საქართველოში ეკოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კვლევების გასაძლიერებლად.

პანელური დისკუსიის მონაწილეები:

  • მოდერატორი – პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • დოქტორი იენს ბრანდენბურგი, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპარლამენტო მდივანი
  • კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სასოფლო მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსი
  • პროფ. ბერნჰარდ მიზოფი, ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების შემსწავლელი ინსტიტუტისა და კოენიგის მუზეუმის გენერალური დირექტორი (ბონი, გერმანია)
  • მაკა ბიწაძე, რეგიონული კონსერვაციის მენეჯერი, WWF კავკასიის პროგრამული ოფისი
  • პროფ. მაკა მურვანიძეივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
  • პროფ. დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

დეტალური განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/svJW6

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 13 ივლისი, 17:00-19:00

ადგილმდებარეობა: T102 საკონფერენციო დარბაზი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, ტექნოლოგიების კორპუსი)

დასწრება თავისუფალია.

2023 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები