საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

NASA-ს მარშალის ცენტრის ასტრობიოლოგის, რიჩარდ ჰუვერის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

24 აპრილს, 14:00 საათზე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსისა და ასტრობიოლოგის, პროფესორ რიჩარდ ჰუვერის (NASA) საჯარო ლექცია „კომეტების, ყინულოვანი მთვარეებისა და მოხეტიალე პლანეტების ასტრობიოლოგია: სიცოცხლის წარმოშობისა და ბიოსფეროს განაწილების შედეგები“.

პროფესორი ჰუვერი იკვლევს მეტეორიტების ნივთიერებას, პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებს, კომეტებსა და სხვა ციურ სხეულებს ასტრობიოლოგიის ინტერესთა ფარგლებში. 15 გამოგონების ავტორია. მის მიერ შექმნილი ოპტიკური ინსტრუმენტები და სისტემები დღემდე გამოიყენება კოსმოსურ მისიებში. არის მრავალი სამეცნიერო წიგნისა და სტატიის ავტორი.

ლექციის შესახებ:

ლექციაზე წარმოდგენილი იქნება მეტეორიტების მიკრონამარხთა გამოსახულებები და EDS ელემენტის სპექტრები, ასევე სხვა დაკვირვების მტკიცებულებები არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ. აღწერილი იქნება ახალი „Wet Panspermia“ მექანიზმი, რომლის მიხედვითაც HPE-ისა და სერპენტინიზაციის პროცესები იძლევა თხევადი წყლის ოკეანეებისა და მთლიანი ბიოსფეროს შენარჩუნების ენერგიას მოხეტიალე პლანეტების, მოხეტიალე ყინულოვანი მთვარეების ან ვარსკვლავთშორისი კომეტების ქერქის ქვეშ – ისინი უძველესი მზის სისტემების პერიოდიდან მოგზაურობენ და ბიოლოგიურ მასას ავრცელებენ სხვადასხვა პლანეტარულ სივრცეში.

დრო: 24 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

2023 

ბანერები