მკვლევარ სალომე მჭედლიძის საჯარო ლექცია „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“
ღონისძიებები
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ბოლონიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი სალომე მჭედლიძე წაიკითხავს ლექციას „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“.
მომხსენებელი ისაუბრებს გალაქტიკებში, გალაქტიკურ გროვებსა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მაგნიტურ ველებზე დაკვირვების შესახებ. არსებობს თუ არა მაგნიტური ველები კოსმოსურ სიცარიელეებში და თუ არსებობს, საიდან წარმოიქმნება.
მკვლევარი მოკლედ მიმოიხილავს როგორც თეორიულ, ასევე დაკვირვების შედეგებს, ისაუბრებს კვლევის მნიშვნელობაზე და რა ინფორმაციის გვაწვდის ის სამყაროს ევოლუციაზე.
სალომე მჭედლიძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა. ამჟამად პოსტდოქტორანტია ბოლონიის უნივერსიტეტში.
ლექციაზე სტუდენტებს გაუზიარებს ასტროფიზიკა-კოსმოლოგიის მიმართულებით აკადემიური განვითარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
კვლევითი თემებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ სალომე მჭედლიძეს დაუკავშირდნენ ელფოსტაზე: salome.mtchedlidze.1@iliauni.edu.ge
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 19 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
დასწრება თავისუფალია.
2025