საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ცხრა მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს.

გამარჯვებული პროექტები:

  • თამარ ყიფშიძე – „AhR–Vav1/RhoA სასიგნალო გზის როლი ურემიული ტოქსინით – ინდოქსილ სულფატით გაშუალებულ იმუნურ მოდულაციაში“;
  • თინათინ ბოჭორიშვილი – „საქართველოში გავრცელებული Ancylus-ის გვარის მოლუსკების სახეობათა დელიმიტაცია“;
  • როინ ვარდოშვილი – „აღმოსავლეთ საქართველოს ქერქის დეფორმაციის კვლევა InSAR-ის გამოყენებით და მათი კავშირი სტიქიურ პროცესთან“;
  • ანა კუტუბიძე – „ვაზის გენომი, როგორც თვითორგანიზებადი სისტემა: ევოლუციური მეხსიერება და ადაპტაციის დინამიკა კლონურად გამრავლებად სახეობებში“;
  • ანა ტაბატაძე – „დიფერენციალური ბრუნვა გვიანი ტიპის ვარსკვლავებში“;
  • ხატია ბირკაია – „კოლხური ტყეების ჭიაყელების (Oligochaeta: Lumbricidae) მრავალფეროვნება“;
  • თამთა ქოთოლაშვილი – „ჟინვალის წყალსაცავის თევზების პარაზიტების ფაუნისტური და გენეტიკური  კვლევა“;
  • მარიამ ბასილიძე – „მიო-ინოზიტოლი და ეპილეპტოგენეზის შეფერხება: გენთა ექსპრესიის ცვლილებების შესწავლა“;
  • ვაჟა სულთანოვი – „ტყის მართვის პრაქტიკის გავლენა წიფლის ხეების ხარისხობრივ განაწილებაზე საქართველოს დაცულ და არადაცულ ტერიტორიებზე“
2025

 

ბანერები