საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩასარიცხ კანდიდატთა სიები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2025-2026 ს.წ. გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2025-2026 ს.წ. გაზაფხულის სემესტრისათვის ჩასარიცხ კანდიდატთა სიები:

  1. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა „მედიცინა“ - ჩასარიცხ კანდიდატთა სია
  2. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - ჩასარიცხ კანდიდატთა სია
  3. ინგლისურენოვანი პროგრამა „ეკოლოგია“ - ჩასარიცხ კანდიდატთა სია
  4. მოლეკულური ბიოლოგია და ნეირომეცნიერებები - ჩასარიცხ კანდიდატთა სია
  5. ფიზიკა და ასტრონომია - ჩასარიცხ კანდიდატთა სია
  6. ბიოქიმია და მოლეკულური ბიოტექნოლოგია  - ჩასარიცხ კანდიდატთა სია
  7. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები  - ჩასარიცხ კანდიდატთა სია

ხელშეკრულების გაფორმება

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2025 წლის 26 და 29 დეკემბერს, H 118 ოთახში 10:00-დან 18:00 საათამდე (შემოსვლა შესაძლებელია ილია ჭავჭავაძის გამზირი N 45, H კორპუსი 118 ოთახი).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომისსანოტაროწესითდამოწმებულიასლი ან, იმ შემთხვევში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის - აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა-მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

რომელიმე ქვემოთმოყვანილი სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი:

ე) ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე)

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

თ) იმ დოკუმენტების დედანი, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევითი უნარების დასადასტურებლად.

ი) საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა წარმოადგინონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილის დედანი, რომლითაც დასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

2025

ბანერები