საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის თანამშრომლები მონაწილეობდნენ დერმატოლოგიის VIII კონტინენტურ კონგრესში

ახალი ამბები

23-25 მაისს ქალაქ ვროცლავში (პოლონეთი) გაიმართა  დერმატოლოგიის VIII კონტინენტური კონგრესი.

კონგრესი დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით 4 წელიწადში ერთხელ ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კონგრესზე სამეცნიერო კომიტეტის წევრისა და პლენარული მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა ილიაუნის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მეკოკიშვილი, მოხსენებით გამოვიდა მოდულის ხელმძღვანელი მაია დათუაშვილი. აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სარეზიდენტო პროგრამის ორმა კურსდამთავრებულმა, მარიამ პაიჭაძემ და კახა ბრეგვაძემ, ასევე მეორე წლის რეზიდენტმა ნათია შეყლაშვილმა კონგრესში მონაწილეობის საერთაშორისო გრანტი მოიპოვეს და  ახალგაზრდა დერმატოლოგთა სესიაზე საინტერესო კლინიკური შემთხვევები წარადგინეს.   მათი  მოხსენებები საერთაშორისო ექსპერტთა კომისიამ დადებითად შეაფასა.  

2024

ბანერები