საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, შალვა ბარჯაძემ და ეთერ მაღრაძემ, მეცნიერებისთვის ახალი კუდფეხიანების სახეობები აღწერეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, შალვა ბარჯაძემ და ეთერ მაღრაძემ, შაფარიკის უნივერსიტეტის (კოშიცე, სლოვაკეთი) მკვლევრებთან, ლუბომირ კოვაჩთან, მაჰმუდ მეჰრაფრუზ მაივანსა და ანდრეა პარიმუხოვასთან, ერთად აღწერეს მეცნიერებისათვის ახალი კუდფეხიანების ორი სახეობა - Plutomurus weinerae sp. nov. უშოლთის მღვიმიდან (საქართველო) და P. danialensis sp. nov. დანალის მღვიმიდან (ირანი).

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში. 

სტატია იხ. ბმულზე: https://mapress.com/zt/article/view/zootaxa.5463.4.6

2024

ბანერები