საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა შალვა ბარჯაძემ უცხოელ კოლეგებთან ერთად ბუგრის ახალი სახეობა აღწერა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა შალვა ბარჯაძემ სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიისა და ჰიდროეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის (ერევანი, სასომხეთი) თანამშრომლებთან, ილონა სტეპანიანთან, მარკ კალაშიანთან, გაიანე კარაგიანთან, ივანე გაბრიელიანსა და ორგანიზაცია BTL Bio-Test Labor Gmbh Sagerheide-ის (ზანიცი, გერმანია) თანამშრომელ თომას თიემესთან, ერთად აღწერა ბუგრის მეცნიერებისათვის ახალი სახეობა - Metopeurum caucasicum sp. nov.

ახალი სახეობა ბინადრობს Achillea millefolium-სა და Tanacetum-ის ხუთ სახეობაზე, კერძოდ T. abrotanifolium-ზე, T. balsamita-ზე, T. balsamitoides-ზე, T. canescens-სა და T. vulgare-ზე (Asteraceae) სომხეთსა და საქართველოში.

გარდა ამისა, შესწავლილია Metopeurum capillatum (Börner, 1950)-ის ჰოლოტიპი ზოგიერთი სადიაგნოზო ნიშან-თვისებების გამოსავლენად.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში.

სტატია იხ. ბმულზე: https://www.mapress.com/zt/article/view/zootaxa.5463.3.7

2024

ბანერები