ღონისძიებები
23 იანვარი, 2026
ახალი ამბები
9 იანვარი, 2026
ახალი ამბები
9 იანვარი, 2026
ილიაუნის პროფესორმა შალვა ბარჯაძემ თურქეთიდან ბუგრის ახალი სახეობა აღწერა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ პროფესორ შაჰინ კიოქთან (ჩანაქკალეს უნივერსიტეტი, თურქეთი) ერთად კატაბალახაზე მობინადრე (Valeriana alliariifolia) თურქეთის ბუგრის მეცნიერებისთვის ახალი სახეობა Aphis (Bursaphis) dardanelliensis sp. nov.აღწერა.
სტატიაში მოცემულია ახალი სახეობის დიაგნოზი მორფოლოგიურად მსგავს სახეობებთან. ასევე წარმოდგენილია ცხრატყავასებრთა (Caprifoliaceae) და ძახველისებრთა (Viburnaceae) ოჯახების მცენარეებზე მობინადრე ბუგრების გვარ Aphis-ის სახეობების და Valeriana alliariifolia-ზე მობინადრე ბუგრების სახეობების სარკვევები.
სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში Zootaxa: https://mapress.com/zt/article/view/zootaxa.5729.3.8
2025