საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის დოქტორანტმა ბაჩანა ბერაძემ აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის ცენტრისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტიპენდია მიიღო

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულების დოქტორანტმა ბაჩანა ბერაძემ მიიღო აბდუს სალამის სახ. თეორიული ფიზიკის ცენტრისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამის (ICTP/IAEA STEP) სტიპენდია. დოქტორანტი 2024 წელს 4 თვით ესტუმრება ტრიესტის ცენტრს საერთო კვლევების ჩასატარებლად და სადოქტორო კვლევითი პროექტის დასასრულებლად.

2022 წელს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის ფარგლებში ბაჩანა ბერაძე ტრიესტში იმყოფებოდა სამეცნიერო ხელმძღვანელთან, პროფესორ ალექსანდრე ნერსესიანთან ერთად. იტალიაში ყოფნის დროს პროფესორ ა. ნერსესიანის მიერ ინიციირებულ იქნა კვლევა ახალი მიმართულებით, რომელშიც ინტენსიურად ჩაერთო იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი პროფესორ მარჩელო დალმონტეს ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ იტალიური ჯგუფის წევრია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული, ამჟამად ტრიესტის ცენტრის დოქტორანტი მიხეილ ციციშვილი.

2024 წლის ზაფხულში, ტრიესტში მუშაობის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია თბილისში ბაჩანა ბერაძის დისერტაციის დაცვა, ხოლო ტრიესტში – მიხეილ ციციშვილისა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბაჩანა ბერაძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

 2023 

ბანერები