საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ედინბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმაა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ედინბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმაა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო კვლევითი კავშირების გაძლიერებას.

პარტნიორობის პირველ ეტაპზე, მიმდინარე წელს, კახეთის კავკასიონზე დაიწყება ერთობლივი საველე კვლევები. გეომორფოლოგიის მიმართულებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები გაუძღვებიან, ხოლო არქეოლოგიურ კვლევებში ედინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საველე სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის სტუდენტებიც, რაც მათთვის საერთაშორისო კვლევით გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.

2026

ბანერები