საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ახალი ამბები

ა) 2026 წლის 23 სექტემბრის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 10 -ის გადაწყვეტილებით 2026 წლის 5 ოქტომბრიდან გამოცხადდეს კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის   თანამდებობაზე.

ბ) კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს  2026  წლის 12 ოქტომბრიდან 10:00  საათიდან და გაგრძელდეს 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

გ) კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში მისამართზე : ი.ჭავჭავაძის გამზირი, 45:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
  • სამეცნიერო ავტობიოგრაფია;
    • დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
    • სასურველია ჰქონდეს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობის  გამოცდილება.

დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის  თანამდებობაზე არჩევნები ჩატარდეს 2026  წლის  26 ოქტომბერს.

2026

ბანერები