საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე

ა) ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამა:
     თეორიული ასტროფიზიკა - 1 ადგილი;
     ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგია - 1 ადგილი;
     ბიოფიზიკა - 1 ადგილი;
     ასტრონომია და ასტროფიზიკა - 3 ადგილი;
     ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა - 1 ადგილი.
ბ) მედიცინის სადოქტორო პროგრამა - 1 ადგილი.
გ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა:

     ეკოლოგია - 4 ადგილი;
     მოლეკულური ნეირობიოლოგია - 3 ადგილი.
პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა 2014 წლის 14 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები ელექტრონულ მისამართზე:
sciences_engineering@iliauni.edu.ge
(დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველემა აღნიშნული საბუთები უნდა გამოაგზანოს ერთ ფაილად აკინძული PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის საბუთები არ განიხილება!!!)

სარეგისტრაციო ფორმა
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
• სადოქტორო კვლევის განაცხადი (დანართი N1-ყველა პროგრამისთვის)
• პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა (დანართი N2-ყველა პროგრამისთვის)
(სამეცნიერო ხელმძღვანელი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც აქვს აკადემიური ხარისხი და დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება)
• აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული
მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის 
• ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ავტობიოგრაფია (CV)
• 2 ფოტოსურათი 3X4-ზე

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ დოქტორანტობის მსურველ კანდიდატს მაგისტრატურა დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად მან უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
 
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტის სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველმა კანდიდატმა  უნდა ჩააბაროს სავალდებულო წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში.

წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში  ჩატარდება 2014  წლის  20  დეკემბერს.

საგამოცდო ტესტის ნიმუში და პასუხები

შენიშვნა: ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დროს წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადატურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატს (TOEFL, IELTS, FCE)  და ასევე ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ტესტის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 2014 წლის 20  დეკემბერს

შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური ენის ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2014 წლის 22 დეკემბრიდან 24 დეკემბერის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5). 
აპელაციის გათვალისწინებით ინგლისურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირების საბოლოო შედეგები განთავსდება  უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 2014 წლის 26 დეკემბერს.

მესამე ეტაპი: სადოქტორო განაცხადის განხილვა

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოხდება კანდიდატის (ან თუ კანდიდატი გათავლისუფლებულია ამ ვალდებულებისაგან)  მიერ წარმოდგენილი  სადოქტორო კვლევის განაცხადის განხილვა. 

სადოქტორო კვლევის განაცხადის  შეფასების ფორმა (დანართი N3-ყველა პროგრამისთვის)

კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის
ვებ-გვერდზე 2015  წლის 26 იანვარს
კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია - 3 ქულა;
კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 27 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

აპელაციის გათვალისწინებით კვლევითი განაცხადის შეფასების საბოლოო შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 2015 წლის 2 თებერვალს.

მეოთხე ეტაპი: გასაუბრება

იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ინგლისური ენის გამოცდა და კვლევით განაცხადში მიიღეს დადებითი შეფასება, გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 4, 5 და 6 თებერვალს (ზუსტი დრო და ადგილი  განთავსდება მოგვიანებით ).
გასაუბრების შეფასების ფორმა (დანართი N 4-ყველა პროგრამისთვის)

გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2015 წლის 9 თებერვალს.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გასაუბრების  შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

გასაუბრება სააპელაციო კომისიებთან ჩატარდება 16 თებერვალს (ზუსტი დრო და ადგილი  განთავსდება მოგვიანებით).

2015 წლის 18 თებერვალს უნივერსიტეტის ვებ - გვერდზე გამოქვეყნდება ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო სია, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

ჩარიცხვა:

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განახცადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
გასაუბრების შედეგად გამოვლენილი წარმატებული კანდიდატები,  უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის დასადასტურებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადნენ 2015 წლის 19-20 თებერვალს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე (მის: მ. თამარაშვილის ქუჩა 4, ოთახი H 102  10:00 საათიდან - 18:00 საათამდე) და თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

• პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი)
• აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ორიგინალი) ან აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ (თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის - ორიგინალი):
• ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო ვალიდური სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში)(ორიგინალი);
• იმ შემთხვევაში თუ სწავლის გაგრძელების მსურველს მაგისტრატურის საფეხური დამთავრებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან (ორიგინალი) ერთად უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (ორიგინალი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად.

წარმატებულ კანდიდატთა ჩარიცხვა მოხდება 2015  წლის  23 თებერვალს.
დოქტორანტურაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
მის: თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა 4 , ოთახი H 118
ტელ.: 2 314601
ელ.ფოსტა: sciences_engineering@iliauni.edu.ge

ბანერები