საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ღია კარის დღე - მედიცინის სკოლა

ღონისძიებები

27 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიცინის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის კვალიფიციური მედიკოსის მომზადებას, რომელიც კონკურენტული იქნება საერთაშორისო დონეზე და შეძლებს ეფექტურ მუშაობას ჯანდაცვის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

ინგლისურენოვანი სასწავლო მასალით სტუდენტები და ლექტორები მაქსიმალურად იყენებენ თანამედროვე ინგლისურენოვან სასწავლო რესურსს, ეზიარებიან დარგის უახლეს მიღწევებსა და გამოცდილებებს.

პროგრამაზე ჩაბარების მსურველ და სხვა დაინტერესებულ პირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობათა შესახებ ინფორმაციას გაგიზიარებენ ილიაუნის მედიცინის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები, გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

მეტს გაიგებთ კეთილმოწყობილი აუდიტორიების, კომპიუტერული კლასების, კომპიუტერული სასწავლო პროგრამების, სასწავლო ლაბორატორიების სამეცნიერო ბაზებისა და სხვა რესურსების შესახებ.

დრო: 16:00 – 17:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

ინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI

ღია კარის დღეზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე https://forms.gle/bhKEto1YvBBbMyx3A

შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

2024

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები