საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Erasmus Mundus/TROPIMUNDO 2023-2024 სასწავლო წლისთვის სტიპენდიის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) კოორდინაციას უწევს Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას – TROPIMUNDO ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში, რომლისთვისაც ევროკომისია ევროკავშირის და არაევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებს სთავაზობს გარკვეული რაოდენობის სტიპენდიებს სრული დაფინანსებით.

ეს სტიპენდიები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.

TROPIMUNDO, პირველი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში, სტუდენტებს აძლევს საშუალებას, კურსის მეორე სემესტრში საველე სამუშაოები ჩაატარონ ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბისა და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალური აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ აფრიკის დიდ ტბებზე და ა.შ.

მეოთხე სემესტრი მიეძღვნება ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებთან დაკავშირებულ სამაგისტრო ნაშრომს. დანარჩენი ორი სემესტრი მოიცავს საბაზისო და სპეციალიზებულ კურსებს ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ფრანგულ გვინეაში.

შერჩეულ სტიპენდიატებს სწავლა დაუფინანსდებათ სრულად, რაც გულისხმობს: სწავლის გადასახადს, მობილობის ხარჯებს, დაზღვევას და ყოველთვიურ სტიპენდიას.

2023-2024 სასწავლო წლისთვის სტიპენდიის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის TROPIMUNDO პროგრამისა და განაცხადის პროცედურის შესახებ ეწვიეთ ბმულს: https://tropimundo.eu

 2022 წელი

ბანერები