დოქტორ ალბერტო როპერ პოლის საჯარო მოხსენება სამყაროს საწყისი მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები კვლევების მიმოხილვა
ღონისძიებები
18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში კოსმოსური კვლევების ცენტრის სემინარის ფარგლებში ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ალბერტო როპერ პოლი წაიკითხავს მოხსენებას სამყაროს საწყისი მაგნიტური ველებისა და გრავიტაციული ტალღების მრავალმხრივი კვლევების შესახებ.
დოქტორი ალბერტო როპერ პოლი არის შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ჯგუფის ხელმძღვანელია. მჭიდროდ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან გრავიტაციულ ტალღებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათი ერთობლივი ნაშრომები გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, S507 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2025