საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ინდივიდუალური მიღებით

პროგრამის მიზანი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინტერდისციპლინური პროგრამაა. მისი მიზანია, მისცეს სტუდენტს ძირითადი ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უმსხვილესი დარგის - ბიოლოგიის სფეროში. საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტი იცნობს უჯრედებისა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ცხოველქმედების თავისებურებებს, მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის

კანონზომიერებებს, ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, მათ ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, ძირითად ფუნქციებსა და მექანიზმებს, რომლებიც ორგანიზმის ცხოველქმედებას უდევს საფუძვლად; იძენს ცოდნას ბიოუშიშროების საფუძვლებისა და ლაბორატორიული კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ.

სწავლების მეთოდოლოგია: ლექცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი მუშაობა, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაო, ექსპერიმენტი.

დასაქმების შესაძლებლობები:

  • ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურები;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ლაბორატორიები და კლინიკები;
  • შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
  • ქიმიური, სამედიცინო, ვეტერინარული, აგრარული, ასევე ფარმაცევტული და საკვები პროდუქტების საწარმოები;
  • ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საჯარო სექტორი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო);
  • სატყეო, სამონადირეო და თევზის მეურნეობები;
  • გარემოსდაცვითი აუდიტის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის, გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები;
  • ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საწარმოები და კომპანიები;
  • დაცული ტერიტორიები;
  • ეკოტურიზმი;
  • გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • გარემოსდაცვითი პროექტები და პროგრამები;
  • განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრაის“ არჩევის შემთხვევაში);

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

ბანერები