დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა უახლესი მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების საფუძველზე სტუდენტებს აცნობს დარგის ყველა სფეროს (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები) და აძლევს ფართო ცოდნას დედამიწის სტრუქტურული და ნივთიერი აგებულების, დინამიკის და მათი შესწავლის მრავალფეროვანი მეთოდების, ასევე, მათი სოციო-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით კონტექსტში ინტერდისციპლინური გამოყენების არეალის შესახებ.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია – დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ბაკალავრი
სწავლების ენა – ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა – 6 სემესტრი (3 წელი)
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა – 180 კრედიტი (ECTS), რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
- ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
- თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)
შენიშვნა: 2025 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის პროგრამა არის 240 კრედიტიანი (4 წელი), რომელიც მოიცავს ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი), თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი), დამატებითი პროგრამა / თავისუფალი კომპონენტი (60 კრედიტი)
პროგრამის შესახებ:
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა დედამიწის აგებულების შესახებ, შეიმეცნონ ფიზიკური და ქიმიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მანტიაში, ქერქში, ჰიდროსფეროში, პედოსფეროში, ატმოსფეროსა და დედამიწის ბიოსფეროში მისი ჩამოყალიბების დღიდან. პროგრამაში გათვალისწინებულია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ისეთი გამოყენებითი დარგები როგორებიცაა: მინერალოგია, პეტროლოგია, გეოფიზიკა, სეისმოლოგია, საინჟინრო-გეოლოგია და გეოინჟინერია, გეომორფოლოგია, ჰიდროგეოლოგია, წიაღისეულის ძებნა-ძიება და კვლევა და სხვ. საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს უყალიბებს ხედვას ბუნებრივი საფრთხეების და წიაღისეულის, მათ შორის, წყლის რესურსების გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ. პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია გამოყენებით მხარესა და დარგში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
პროგრამა მოიცავს კვლევით, საველე და ლაბორატორიულ კომპონენტებს, რის საფუძველზეც სტუდენტები შეძლებენ ეფექტურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოთვლითი მეთოდები და პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტები, მათ შორის, გეოსაინფორმაციო სისტემები (GIS) და დისტანციური ზონდირების მეთოდები.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს, გაიარა რეაკრედიტაცია 2020 წელს და პერიოდულად განახლებადია დარგის ტენდენციების შესაბამისად.
რატომ უნდა აირჩიოთ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა?
- თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები
სტუდენტები შეისწავლიან უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების გამოყენებას, მათ შორის, გეოსაინფორმაციო სისტემებს (GIS) და დისტანციური ზონდირების მეთოდებს.
იმუშავებენ აქტიური კვლევითი ცენტრების და ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში.
- პრაქტიკული სწავლება საველე პირობებში
პროგრამაში ინტეგრირებულია რეგულარული საველე გასვლები სხვადასხვა რეგიონში, სადაც სტუდენტები საქართველოს მაგალითზე შეიძენენ აქტუალური პრობლემების შესწავლისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს.
პროგრამის დამთავრებისას სტუდენტები შეასრულებენ საბაკალავრო ნაშრომს, რომლის საშუალებითაც შეძენილი ცოდნის და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზის საფუძველზე გამოიკვლევენ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების აქტუალურ საკითხს და იმსჯელებენ მისი გადაჭრის პოტენციურ გზებზე.
- საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე.
დასაქმების შესაძლებლობები
- სამეცნიერო-კვლევითი, საჯარო დაწესებულებები
- არასამთავრობო თუ კერძო კომპანიები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან:
- გეოლოგია
- გეოფიზიკა
- ჰიდროლოგია და ჰიდროგეოლოგია
- საინჟინრო-გეოლოგია
- კლიმატოლოგია
- კარტოგრაფია
- სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-ძიებასა და მოპოვებასთან, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ მონიტორინგთან, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული კომპანიები
პროგრამაზე მიღება:
0100109 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | ადგილების რ-ბა |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 3 | 25%-ზე მეტი | 3 | |
| უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 3 | 20%-ზე მეტი | 2 | |
| ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ||||
| მათემატიკა | 6 | 20%-ზე მეტი | 1 | 8 |
| ისტორია | 6 | 25%-ზე მეტი | 1 | 8 |
| გეოგრაფია | 6 | 25%-ზე მეტი | 1 | 8 |
| ფიზიკა | 6 | 25%-ზე მეტი | 1 | 3 |
| ქიმია | 6 | 25%-ზე მეტი | 1 | 3 |
- ცნობარი აბიტურიენტებისთვის https://naec.ge/#/ge/post/3538