


ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია არის ნამდვილი კონფერენციის სიმულაცია და საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ერთგვარი რეპეტიცია. მისი მთავარი მონაწილეები (როგორც მომხსენელების, ისე რეცენზენტებისა და მსმენლების როლში) არიან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები. კონფერენციის მიზანია:
* წაახალისოს ახალგაზრდა მკვლევრები შემდგომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩასართავად;
* შესძინოს მათ სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადებისა და მასში მონაწილეობის ჩვევები;
* გამოუმუშავოს მათ დამოუკიდებელი კვლევისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარი.
კონფერენციის ფორმატი
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2010 წლის 29-30 მაისს. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს მოხსენების გეგმა ამავე წლის 31 მარტამდე ოთახში A 301. მოხსენების გეგმა (Abstract) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულად და ერთ-ერთ უცხო ენაზე (ინგლისურად / გერმანულად / ფრანგულად / ესპანურად / იტალიურად / რუსულად), ორივე მათგანის მთლიანი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას (იხ. განაცხადის ფორმა). მოხსენების წარმოდგენის ბოლო ვადაა - 30 აპრილი.
ვრცლად ინფორმაცია სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის შესახებ იხ. დანართში: