მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში Social Sciences

ახალი ამბები

უკრაინელი მეცნიერის, დოქტორ კატერინა იჰნატენკოს და ილიაუნის პროფესორის, შორენა საძაგლიშვილის ავტორობით იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში Social Sciences გამოქვეყნდა სტატია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უკრაინელი ლტოლვილებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში: ინფორმაციის გავრცელება და კომუნიკაცია“ (“Barriers to Social Service Access for Ukrainian Refugees with Disabilities in Georgia: Outreach and Communication”).

კატერინა იჰნატენკო არის უკრაინის ლუგანსკის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი არის ასევე ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ მარი სკლოდოვსკა-კიურის სახელობის (MSCA) (European Union, under Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA4Ukraine fellow (AvH ID): 1232458) Horizon Europe) კონკურსის გამარჯვებული.  2023 წლის იანვრიდან პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ ფარგლებში მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის „სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევით ცენტრში“ და იკვლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უკრაინელი ლტოლვილების ეფექტური იდენტიფიკაციის გზებს. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია ილიაუნის პროფესორი სოციალური მუშაობის მიმართულებით, შორენა საძაგლიშვილი.

სრული სტატია იხილეთ ბმულზე: https://doi.org/10.3390/socsci14020095

 2025

ბანერები