მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“ − ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში

ღონისძიებები

24 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაკა ნადარეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ილიაუნის ფრანგულენოვანი სტუდენტები და საქართველოს 14 საჯარო სკოლის ფრანგული ენის პედაგოგების მიერ მომზადებული ასამდე მოსწავლე. 

სამუშაო ენა: ფრანგული

დრო: 24 მარტი, 13.00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2025

 

ბანერები