მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ხმაური, რომელიც სიჩუმემ შექმნა: როგორ არეგულირებს განაში აკუსტიკურ აკრძალვას განის სახელმწიფო

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს რელიგიის კვირეულის ფარგლებში. 21-დან 25 ივნისის ჩათვლით მოწვეული მომხსენებლები წაიკითხავენ ლექციებს, რომელთა თემატიკა აერთიანებს რელიგიის შესწავლის განსხვავებულ პერსეპექტივებს. მრავალფეროვანია თემათა გეოგრაფიული არეალი და კულტურული კონტექსტიც, რაც საშუალებას იძლევა, რელიგიასთან დაკავშირებული საკითხის თავისებურებები აღმოვაჩინოთ ლოკალურ კულტურაში და უფრო ფართო პერსპექტივით დავინახოთ რელიგიის ფენომენი.

21 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება ლექცია თემაზე: „ხმაური, რომელიც სიჩუმემ შექმნა: როგორ არეგულირებს განაში აკუსტიკურ აკრძალვას განის სახელმწიფო".

ლექციაზე განხილული იქნება სეკულარობა განაში თემის მიერ დაწესებული ხმაურის რიტუალური აკრძალვის ფარგლებში. აკრძალვამ 1990-იანი წლების ბოლოს ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლებსა და პენტეკოსტალურ/ქარიზმატული ეკლესიების მრევლს შორის დაპირისპირება გამოიწვია მას შემდეგ, რაც რამდენიმე ეკლესიამაკუსტიკური შეზღუდვა დაარღვია. მოხსენება ემყარება კვლევას, რომლის  ფოკუსია განის სახელმწიფოს როლი რელიგიური კონფლიქტის მოგვარებაში.

მომხსენებელი მარიამ გოშაძე

დრო: 21 ივნისი, ორშაბათი, 17:00-19:00 სთ

ლექცია გაიმართება დისტანციურად, facebook live-ის მეშვეობით.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

2021 წელი

ბანერები